საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს ლიეტუვის პარლამენტში განსაკუთრებით თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს, ასე ხვდებიან ნამდვილად მეგობრებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ ლიეტუვაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
“საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს ლიეტუვის პარლამენტში განსაკუთრებით თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს, ასე ხვდებიან ნამდვილად მეგობრებს. მათი მოწოდებაც ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ და მათი იმედი, სურვილი არის, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირს ეღობება, აღარ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც გვაკარგვინებს ჩვენს მეგობრებს და კეთილი ნების ელჩებს ევროკავშირში.
ეს უნდა შეიცვალოს და მთავარი საქმე ჩვენ ყველას ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის შიგნით 26 ოქტომბერს გვაქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩი – მეტი თავისუფლების”, “დროას” და “ლელოს” ლიდერები ლიეტუვის პარლამენტში იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ.