მოლოდინი, რაც ჩვენს პარტნიორებს და ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს, ეს არის ახალი არჩევნები, დიქტატურის მოშორება და ყველა პატიმრის გათავისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მან ხელისუფლების მიღებულ ბოლოდროინდელ კანონებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ეს კანონი ახალი მთავრობის ხელში გაუქმდება.
“რაც არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი ან პროგნოზი, პია კაუმას ვიზიტის გაუქმებით დადასტურდა, რომ დიახაც, ეს იყო არარელევანტური, რეალობასთან აცდენილი მოლოდინები და პროგნოზები.
რაც შეეხება კანონებს, ყველა ეს უმსგავსო კანონები, დაწყებული “რუსული კანონით” და დამთავრებული იმ 28 კანონით, რომელსაც წერა-კითხვის უცოდინარი ყაველაშვილი ორ საათში გაეცნო და ხელი მოაწერა, ყველა ეს კანონი იქნება გაუქმებული ახალი, დემოკრატიული მთავრობის და პარლამენტის არჩევის შემდეგ, ამიტომ, ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენს პარტნიორებს და ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს, ეს არის ახალი არჩევნები, დიქტატურის მოშორება და ყველა პატიმრის გათავისუფლება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.