spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ნებისმიერ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება არის დადებითი მოვლენა

ნებისმიერ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება არის დადებითი მოვლენა, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებს გაუადვილებთ იმ საქმეებს, რის გამოც ჩადიოდნენ ჩინეთში. 

 

“ნებისმიერ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება არის დადებითი მოვლენა.მოქალაქეებისთვის მოსახერხებელია და ეკონომიისთვის ხელშემწყობია ისევე როგორც, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

 

მე ხშირად ვხედავ ჩინეთის საელჩოსთან უამრავ მოქალაქეს. ეს გადაწყვეტილება გაუადვილებს მათ იმ საქმეებს, რისთვისაც ჩინეთში ჩადიან, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა სახის კონტაქტები. 

 

მანამდეც ვამბობდით, რომ ცალმხრივად არ უნდა ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა. ნებისმიერ ქვეყანასთან, ნებისმიერ ვითარებაში ვიზის მოხსნა და ბარიერების მოხსნა არის დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები