spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – ფარისევლური განცხადებაა, გაგრძელება ვერ ექნება, რადგან ძირითადი ოპოზიციური ჯგუფების უმეტესობა არ ეთანხმება

ფარისევლური განცხადებაა, სამი კვირის წინ ვითხოვდით იმავეს და მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ეს ორი ჯგუფი დემონსტრაციულად არ შეუერთდა, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე “გირჩის” და “მოქალაქეების” დეპუტატების განცხადებას.

 

“რამდენიმე მიზეზის გამო ამ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ უერთდება, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური ჯგუფები. ერთი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საკითხი სრულიად ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით. მაშინ ამ ორმა ჯგუფმა, პარტია „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. გაურკვეველია, მაშინ არ უჭერდნენ მხარს და ახლა ითხოვენ, არათანმიმდევრულები არიან. მათზე ადრე იყო ეს მოთხოვნილი.

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ყველანი ვიბრძვით, რათა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არა თუ არ დაბრუნდეს, არამედ რა გავლენებიც აქვს, ისიც რომ შესუსტდეს და არაფორმალური მმართველობა გაქრეს. ამიტომ ამ აბსურდულ წინადადებასაც მხარს ვერ დავუჭერთ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი გადასაწყვეტია და არა “გირჩების“ ან “მოქალაქეების“.  სამკურნალო მიზნით მის საზღვარგარეთ გაყვანას რაც შეეხება, ამას ადრეც ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

ფარისევლური განცხადებაა, სამი კვირის წინ ვითხოვდით იმავეს და მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ეს ორი ჯგუფი დემონსტრაციულად არ შეუერთდა. დანარჩენი მათი ორი პუნქტი კი აბსურდია. ამ ორი ჯგუფის ხედვა კარდინალურად განსხვავდება “სტრატეგია აღმაშენებლის” და სხვა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ხედვებისგან. ამიტომაც ჩვენ ვერ ვთანამშრომლობთ მათთან. ამ განცხადებას გაგრძელება ვერ ექნება, რადგან ძირითადი ოპოზიციური ჯგუფების უმეტესობა ამ განცხადებას არ ეთანხმება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები