spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – პირდაპირ ამბობენ, რომ ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ თავისუფალი არჩევნები ოქტომბერში

ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ წუთში შეჩერებულია “ქართული ოცნების”  ქმედებების გამო, ერთადერთ გამოსავლად კი პირდაპირ ამბობენ, რომ მიაჩნიათ თავისუფალი არჩევნები ოქტომბერში, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ჯერ კიდევ ცდილობენ არ დაიხუროს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ფანჯრები. 

 

“საქართველოს გერმანელი მეგობრები, ბუნდესტაგის წევრები, პოლიტიკოსები მცდელობას არ აკლებენ, რომ გაკეთდეს ყველაფერი, მოიძებნოს გზები, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა საერთოდ არ გაფუჭდეს და არ დაიხუროს ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

 

ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ წუთში შეჩერებულია “ქართული ოცნების”  ქმედებების გამო, ერთადერთ გამოსავლად კი პირდაპირ ამბობენ, რომ მიაჩნიათ თავისუფალი არჩევნები ოქტომბერში, რომელიც გადატვირთავს მდგომარეობას და დააბრუნებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები