spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნება”, ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე და ევროკავშირი შეუთავსებელია ერთმანეთთან

“ქართული ოცნება”, ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე და ევროკავშირი შეუთავსებელია ერთმანეთთან. მათ პირობებში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ჯერჯერობით შეჩერებულია, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

“ფაქტი ერთია, რომ “ქართული ოცნების”, კობახიძის, ივანიშვილის და სხვების პირობებში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ჯერჯერობით შეჩერებულია, შეწყვეტილია, ფაქტობრივად და “ქართული ოცნება” სანქციას სანქციაზე ელოდება. 

 

ასეთ პირობებში კობახიძის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არის პოლიტიკური თაღლითობა და უტიფრობა. 

 

რაც შეეხება 2030 წელს, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში საქართველოში პროდასავლური, დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ, რა თქმა უნდა, სწრაფი რეფორმების შედეგად, ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. “ქართული ოცნების” პირობებში კი ეს ყველაფერი შეჩერებულია და უკვე ერთი წლით ჩამოვრჩებით მოლდოვასა და უკრაინას. ასე, რომ “ქართული ოცნება”, ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე და ევროკავშირი შუთავსებელია ერთმანეთთან”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები