spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, რომ მისი მიზანია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობამდე მიყვანა

ყველაზე ცუდი სცენარით წავიდა “ქართული ოცნება”, დაადასტურა, რომ მისი მიზანია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობამდე მიყვანა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იყო ყველაზე უარესი გადაწყვეტილება.  

 

“მოთხოვნა იყო რომ გადაყვანილიყო რეალურად მულტიმფუნქციურ კლინიკაში და არა გლადანის ციხის საავადმყოფოში, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ვერც ტექნოლოგიურად, ვერც სპეციალისტების მხრივ. 

 

ჩვენ ვნახეთ, რომ იქ არის დეფიციტი ექიმების, ექთნების, სწრაფ-სწრაფად რაღაც სერთიფიკატების დარიგება დაიწყეს სამედიცინო პერსონალზე. ეს არის ის, რომ ადამიანი გაიმეტეს სიკვდილისთვის, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კომპონენტი.  მოხდა ყველაზე ცუდი, ყველაზე ცუდი სცენარით წავიდა “ქართული ოცნება”, დაადასტურა, რომ მისი მიზანია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობამდე მიყვანა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში მოხდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები