spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სერგო ჩიხლაძე – ყველა ასეთი ფორუმი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული უნდა იყოს სამი რამისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმზე საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. ყველა ასეთი ფორუმი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული უნდა იყოს სამი რამისთვის, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ კონფერენციაზე საქართველოდან წარმოდგენილი უნდა იყოს არა მარტო პრეზიდენტი, არამედ პრემიერი და ყველა მინისტრი.

 

“ეს არის უმნიშვნელოვანესი კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და  ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სფეროს ლიდერები, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმზე საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. ყველა ასეთი ფორუმი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული უნდა იყოს სამი რამისთვის: 1. საქართველოს პოპულარიზაცია; 2. უსაფრთხოების გარანტიები; 3. პოტენციური ინვესტორების მოზიდვა.  სამწუხაროდ, ასეთ მიზნებს არ ემსახურება ივანიშვილის პარტია და ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის წარმოდგენილი ფორუმზე და მხოლოდ პრეზიდენტია”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

სერგო ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებებს გააკეთებს.

 

“რაც შეეხება პრეზიდენტს, ის გააკეთებს განცხადებას, რომელიც თანხვედრაში იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. მე მგონია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებს”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები