spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შეუძლია დაკითხოს ივანიშვილიც კი, თუ არ მოვა, ეს სერიოზული დანაშაული იქნება

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შეუძლია დაკითხოს თვით ბიძინა ივანიშვილიც კი, თუ არ მოვა, ეს სერიოზული დანაშაული იქნება, – ამის შესახებ  Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძე განუცხადა. 

 

მისი თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიერ გაჟღერებული სკანდალური ბრალდებების შესწავლის მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის  დეპუტატის თანხმობა  უკვე არსებობს.  

 

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება და წინასწარ უკვე არის გარანტირებული კომისიის შექმნა. ეს მეტყველებს საკითხის მნიშვნელობაზე. როდესაც ხელისუფლებას ვარქმევთ პრორუსს  და ასეთ ქმედებებში არის შემჩნეული  და მითმეტეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები საუბრობენ კონკრეტული ფაქტებით, ამის გამოძიება ყველას ინტერესშია. პირველ რიგში, “ქართული ოცნება” უნდა იყოს ამით დაინტერესებული,  რომ  ეჭვები გაიფანტოს.

 

მნიშვნელოვანია ამ კომისიის შექმნა, რომ რეალურად დადგინდეს,  რა კავშირშია საქართველოს მაღალჩინოსნებსა და რუსეთის დაზვერვის, თუ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებს შორის.  

 

საუბარია ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე.  აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ ვიღაც აქეიფა მხოლოდ. საუბარია კონტრაბანდული ტვირთების დაგეგმვასა და სხვა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ქმედებებზე. ეს რომ დადგინდეს,  ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც არის არის ძალიან მაღალი ლიგიტიმურობის ორგანო. მას შეუძლია დაკითხოს ნებისმიერი თანამდებობის პირი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თვით ბიძინა ივანიშვილიც კი. მოვა თუ არ მოვა, ეს სხვა საკითხია,  თუ არ მოვა, ეს იქნება სერიოზული სისხლოს სამართლის დანაშაული. 

 

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კითხვები დაისმება ამ კომისიაზე და ძალიან საინტერესო პასუხებს გავიგებთ. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ,  რეალურად რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.  

 

მისი თქმით, საინტერესოა, როგორ აპირებს მმართველი გუნდი ხელი შეუშალოს კომისიის შექმნას. 

 

“უკვე დანაშაულია, როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ჩვენ არ შევაქმნევინებთ ამ კომისიას. რა ბერკეტი აქვთ, რომ არ  შეგვაქმნევინოს, როდესაც 50 ოპოზიციონერი დეპუტატი კენჭს უყრის კომისიის შექმნას?  ეს ნიშნავს, რომ კანონი დაარღვიოს, დარბაზის კარები დაკეტოს, პარლამენტარები არ შეუშვას?“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები