ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას და მთლიანად “ერთიანობის” ლიდერების გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ფაქტობრივად, კონსენსუსის გზით, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სულ მალე საზოგადოება “ერთიანობაში” კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს იხილავს.
“იმიტომ ვართ “ერთიანობა”, რომ “ერთიანობის” კარი ღიაა ყველა პლატფორმაზე მყოფი პოლიტიკოსისთვის, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ვისაც უნდა რეფორმები, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროპის კავშირში. ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა “ერთიანობისთვის”. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას და მთლიანად “ერთიანობის” ლიდერების გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ფაქტობრივად, კონსენსუსის გზით და უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ და თქვენ იხილავთ უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც შემოუერთდება “ერთიანობას”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ხატია დეკანოიძე პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა და “ერთიანობას” შეუერთდა.