უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, შემზღუდავ ზომებს კონკრეტული პირების, კერძოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების, პარლამენტარების და ასევე ძალადობაში შემჩნეული პირების მიმართ, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებას” ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს და აშორებს დასავლეთს.
“ეს არის სანქციების პირველი პაკეტი და ესეც ეტაპობრივად ხდება. შემდეგ იქნება სანქციების მეორე პაკეტი, რომელიც ასევე ეტაპობრივად იქნება გადანაწილებული და იქნება უკვე ფინანსური სანქციები, რაც გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება ამ ადამიანებისთვის.
უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, შემზღუდავ ზომებს კონკრეტული პირების, კერძოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების, პარლამენტარების და ასევე ძალადობაში შემჩნეული პირების მიმართ.
“ქართულ ოცნებას” ერთი ვერ გაუგია, რომ მათ ასანქცირებენ რამდენიმე მიზეზის გამო: ეს არის – რუსული, კრემლისტური, კრემლისგან ნაკარნახევი კანონის მიღების გამო, პლუს ადამიანების უფლებების დარღვევის გამო, დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცების და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლის გამო. მათ მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ და გვაშორებენ დასავლეთს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.