თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” “ფორმულაზე” ბრუნდება.
ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.
“სასიხარულო და დიდი ამბავია, რომ ძალიან მალე “ფორმულაზე” “ჩემი ცოლის დაქალები” დაბრუნდება. ეს ალბათ, ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ჩვენს მაყურებელს შეიძლება გავუკეთოთ”, — განაცხადა გუმბარიძე.