spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერჟანტთა აკადემიის სახელით გიორგი ანწუხელიძის საფლავზე მემორიალური ქვა დაიდგა

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისადა IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ. მათ გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 

დღესვე სერჟანტთა აკადემიის სახელით გიორგი ანწუხელიძის საფლავზე მემორიალური ქვა დაიდგა. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ეროვნულიგმირის ოჯახს სიმბოლური საჩუქარი – IV ქვეითი ბრიგადის საპატიო დაფა წარწერით „მადლობა თქვენი სამსახურისა და გაწეული ღვაწლისთვის“ გადასცეს.

 

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები