spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სეტყვამ იმერეთში ნათესები, ხეხილი და ვენახები დააზიანა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ობჩაში ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი გაანადგურა. დაზიანდა ვენახებიც.

 

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლუხუტა ადიდდა და  საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ასევე, დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო. 

 

სეტყვამ დააზარალა ზესტაფონიც. სოფელ მეორე სვირის მოსახლეობის თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები