კახეთში დილიდან სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
გუშინ გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა.
სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემშია.
ადგილობრივების შეფასებით, ზარალი გარკვეულ მონაკვეთზე 80%-ს აჭარბებს.
ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.