დღევანდელი საშინელი წარმოდგენა დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის მხრიდან სამარცხვინო და სრულიად არაამერიკული იყო, – ასე ეხმაურება სენატორი ჯინ შაჰინი ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას.
“კიდევ ერთხელ, მათ მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირანს, პუტინს, ჩვენი დემოკრატიული მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ.
მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.