ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სენატორი ჯინ შაჰინი წერს.
“ვგმობ “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ მიმდინარე ძალადობას.
ბოლო თავდასხმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანამშრომელ ზვიად ქორიძეზე ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ”, – განაცხადა შაჰინმა.