spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – “ადაპტაციური აშლილილობა“ და სტრესი – ეს იქნება დიაგნოზი, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დადებს

“ადაპტაციური აშლილილობა“ და სტრესი – ეს იქნება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური დიაგნოზი, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დადებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს. 

 

ადვოკატის თქმით,  ამ დასკვნას სასამართლოზე ალტერნატიული დასკვნას დაუპირისპირებენ.

 

“დარწმუნებული ვარ, რასაც “ვივამედის“ კლინიკის ექიმები ამბობენ, ის იქნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომ აქვს “ადაპტაციური აშლილილობა“ და სტრესი. ამ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლოში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

რაც შეეხება სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას, ადვოკატი აცხადებს, რომ დიაგნოზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

 

“ჯერ ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ტუბერკულოზის ქონა-არქონის საკითხს, სახსრის ტკივილთან დაკავშირებითაც რაიმე კონკრეტული დიაგნოზი არ დასმულა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა ცენტრმა “ემპათიამ” რამდენიმე დღეში უნდა დაასრულოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები