spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ასეთ სამარცხვინო პოზიციაში თავის ჩაყენების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის ადგილზე დავწერდი განცხადებას და გადავდგებოდი

ასეთ სამარცხვინო პოზიციაში თავის ჩაყენების შემდეგ  მე იუსტიციის მინისტრის ადგილზე დავწერდი განცხადებას და გადავდგებოდი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, წარმოუდგენელი რამ მოხდა, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თავისივე მასალების გასაცნობად ერთთვიანი ვადა მოითხოვა.

 

“ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ის გაავრცელებს თურმე რაღაც მასალებს. ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ ამ მასალის გადმოცემა, კარგა ხანია, ამას ვითხოვთ. მისი უწყება გვეუბნებოდა თვეების განმავლობაში  ამაზე უარს. ამიტომ მოვითხოვეთ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით გადმოგვეცეს მთელი ვიდეო მასალა მისი დაკავებიდან დღემდე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

 

დეპარტამენტმა მოითხოვა მისივე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე გასაცნობად ერთთვიანი ვადა, მსგავსი რამ ისტორიას არ მოსწრებია – “ჩვენივე წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ვიცნოთ და უნდა გავეცნოთ ამ მტკიცებულებებსო“. ასეთ სამარცხვინო პოზიციაში თავის ჩაყენების შემდეგ  მე იუსტიციის მინისტრის ადგილზე დავწერდი განცხადებას და გადავდგებოდი. ღირსეული პროფესიონალები ასე იქცევიან. წარმოუდგენელია, სისტემა არის მთლიანად ჩამონგრეული“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძე.

 

მისი თქმით, ასეთი გაქცევა, როგორიც დღეს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა, რომელმაც უპასუხოდ დატოვა ყველაზე  კითხვა, პირველად ნახა. 

 

“ყველაფერი მინახავს, ამ შენობაში ჯოჯოხეთი მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთი გაქცევა, პირველად ვნახე, როდესაც გარბის მთელი სისტემა და  უწყება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები