spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სახლში და მანქანაში მოსასმენი აპარატურა იპოვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძე აცხადებას, რომ მასზე ფარული მიყურადება ხორციელება.

 

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მის სახლსა და ავტომობილში მოსასმენი მოწყობილობა იპოვა, საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე კორპუსზე კი დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა.

 

“ეს იქნა აღმოჩენილი სავარძელში, მეორე ავტომანქანაში, მესამე სახლის წინ არის დაყენებული. ეს არის მაღალი დონის მოსასმენი და ვიდეოთვალი, ავტომანქანის ე.წ. ბარდაჩოკში იყო ჩამონტაჟებული, სავარძლის გვერდით. მოსასმენად და სათვალთვალოდ იყენებდნენ”,- აცხადებს ხაჭაპურიძე.

 

მისივე თქმით, საჯარო განცხადების შემდეგ სამართალდამცველები ვალდებული არიან, რეაგირება მოახდინონ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები