spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ბევრ უზუსტობას, შეუსაბამობებს და ურთიერთსაწინააღმდეგოს იპოვიან ავადმყოფობის ისტორიაში

ბევრ უზუსტობებს, შეუსაბამობებს და ურთიერთსაწინააღმდეგოს იპოვიან ავადმყოფობის ისტორიაში, –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ საკითხზე უკვე მუშაობენ ადვოკატები. 

 

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთ დამატებით კვლევას ჩაუტარებენ. 

 

“ძალიან ცუდად იყო გუშინ, ჰქონდა მარცხენა მხარის ტკივილი. მოგეხსენებათ, ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბატონმა კობიმ გასცა რეკომენდაცია მის მხართან და სახსრებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს,  ეს გაურთულდა, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილი.  მივდივარ ახლა, რომ გავარკვიო მდგომარეობა. იგეგმება კიდევ სხვა დამატებითი კვლევა – ძვლიდან სითხის აღება ტუბერკულოზთან დაკავშირებით. 

 

2-3 კვირის წინ სამხარაულის საექსპერტო ბიურომ “ვივამედის“ კლინიკიდან წაიღო ავადმყოფობის ისტორია და ამის საფუძველზე აპირებდნენ ექსპერტიზის ჩატარებას, მინდა “გავახარო“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები, ბევრ უზუსტობებს,  შეუსაბამობებს და ურთიერთსაწინააღმდეგოს  იპოვიან ამ ავადმყოფობის ისტორიაში, ეს ჩვენ კარგა ხანია, ვიპოვეთ და ამაში სამედიცინო სამართლის დარგის ადვოკატები მუშაობენ“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

 

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” 12 მაისიდან იმყოფება, როგორც ცნობილი ხდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები