spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული

ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

“ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, მოდით სისხლიც ავიღოთ, თმის და ფრჩხილებიცო. ახლა ვეუბნებით, რომ არსებული გაიდლაინების მიხედვით, თუ პირი მაისშია მოწამლული ახლა ვეღარაფერს ვეღარ აღმოაჩენენ, იმავდროულად ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული.

 

საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, იმათგან მოგვივიდა პასუხი, რომ აი თქვენ რომ დაადგინეთ ეს კვლევები უნდა ჩაატარონო ახალ მივმართეთ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს და ვეკითხებით, თქვენ შეგიძლიათ ამ კვლევების ჩატარება, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

კლინიკა “ვივამედში” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იმყოფებოდნენ. ისინი აპირებდნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშებს აღებას ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის, რომ დადგინდეს ორგანიზმში მძიმე მეტალების შესაძლო არსებობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები