spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ შექმნან დოკუმენტები თითქოსდა ადგილი არ ჰქონია უკანონო ქმედებებს და სააკაშვილი ჯანმრთელია

ყალბი დასკვნები რომ იქნებოდა ზუსტად ამიტომაც ჩვენს მიერ მოწვეული იქნენ ამერიკელი ექსპერტები, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, როგორ მოსალოდნელი იყო, ხელისუფლება ცდილობს შექმნას დოკუმენტაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა და ის ჯანმრთელია. 

 

“ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ შექმნან დოკუმენტები თითქოსდა სააკაშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია უკანონო ქმედებებს და რომ ის ჯანმრთელია, თავშივე ცხადი იყო ეს ყველაფერი, ეს ნდობა და ყალბი დასკვნები რომ იქნებოდა, ზუსტად ამიტომ  ჩვენს მიერ მოწვეული იქნენ ამერიკელი ექსპერტები, მსოფლიოში ცნობილები, მიუკერძოებლები. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას მოუწევს კონკურენციის გაწევა მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები