spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – იუსტიციის მინისტრმა პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, თან იჯდა, თან კადრებს განიხილავდა

ბრძოლა გრძელდება საბჭოთა მეთოდებით, არაფერი ამ ქვეყანაში არ შეიცვალა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

“რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული ერთი მხრივ იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან და მეორეს მხრივ პენიტენციური სამსახურის მხრიდან, როდესაც მოიტყუა პროცესზე მათმა წარმომადგენელმა, თითქოს, რომ რაღაც ორგანიზება გაუკეთეს მის ვიდეო ჩართვას, როგორც ჩანს, გამიზნული იყო, რომ პროცესი რამენაირად ჩაშლილიყო და საღამოს ეს კადრები გავრცელებულიყო. მოუწევთ სააკაშვილის მაინც ჩართვა და რაღაცნაირად უნდა შეანელონ ეფექტი, რასაც საზოგადოება დაინახავს. 

 

კადრები დასტურია იმისა, რასაც თვეებია, ვიძახით, აქ არის აღწერილი 4 ოქტომბრის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე და პროკურორები შედიოდნენ სააკაშვილთან, შეიქნა ცუდად, ჰქონდა შეტევა და გონების კარგვის ეპიზოდი. მეორე – როდესაც ბატონი ლახანი ადიოდა თმის ნიმუშის ასაღებად და ეს 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო და დანარჩენი როგორ გადაადგილდება სააკაშვილი და რით, თავად აჩვენეს. მე გეტყვით, სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა, გუშინ იმდენმა ადამიანმა მომწერა, მის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვიეს. კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს კადრები არის იმის დამადასტურებელი, რაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, გონებას კარგავს, ძირს ეცემა და ა.შ. მე სულ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრის აზრებს ახსნა მოვუძებნო. მათ მიზანი ჰქონდათ, რომ საზოგადოებისთვის ჩვენების წინ ეჩვენებინათ, რომ სააკაშვილი ვითომ სიმულანტობს, მაგრამ სად არის იქ სიმულანტობა? კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. იუსტიციის მინისტრი, რომ კანონს ასე არღვევს და მუშაობს ამ მეთოდით, თუ ამას მუშაობა ჰქვია. პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, თან იჯდა, თან კადრებს განიხილავდა კარგი ბუნების კადრებივით. სააკაშვილს ვნახავ, გადავაგზავნი მოთხოვნებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურზე და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”,- განაცხადა ადვოკატმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები