spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია და მაღალი ტემპერატურა აქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავენ, პროცესი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. 

 

ადვოკატების სასამართლოს კვლავ პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართავენ.   

 

შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია და მას მაღალი ტემპერატურა აქვს. 

 

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს  შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ის ფიზიკურად ვერ მოახერხებს ამ პროცესზე გამოცხადებას, კოვიდისა და მისი ჯანმრთელობის ზოგადი  მდგომარეობის გამო“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები