spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან  უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო. 

 

“მან გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში  გავლილ საჭმელს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანს ოჯახის წევრი, ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მიზეზი  არის ის, რომ როგორც გუშინ თავის რეზოლუციაში ევროპარლამენტმაც აღნიშნა, სააკაშვილი არის მოწამლული. ის მოწამლულია პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის იძულებულია მიმართოს ამ ზომებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

მისი თქმით, სისტემის მიერ კადრების გასაჯაროებამ მასში ემოციური სტრესი გამოიწვია. 

 

“მან ნახა გავრცელებული კადრები, ამანაც გამოიწვია ემოციური სტრესი. ცუდად გახდა, წევს, დილიდან საკვები არ მიუღია. სიცხე აქვს 38. არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ამ პიროვნების მიმართ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები