spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა მზადაა და ის ექსპერტიზაში მონაწილე ექიმებს გადაეგზავნა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა მზადაა და ის  გადაეგზავნა ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებს, ექიმებს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, სამედიცინო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება. 

 

“დასკვნა მზადაა, ჩემი ინფორმაციით, დასკვნა გადაეგზავნა ასევე ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებს ექიმებს, ვიცი, რომ სათარგმნადაც არის გაგზავნილი, იმისთვის, რომ შემდეგ გაეცნონ როგორ ამერიკელი, ისე ევროპელი ექსპერტები, მოაწერონ ამ დოკუმენტს ხელი და ამის შემდეგ ოფიციალურად გასაჯაროვდება. თუ შევხედავთ, რომ სასჯელის გადავადებას აკმაყოფილებს ეს დასკვნა, მივმართავთ ამ მოთხოვნით სასამართლოს, ხოლო თუ შევხედავთ სასჯელისგან გათავისუფლების დიაგნოზები არის მასში, მაშინ მივმართავთ სასჯელისგან გათავისუფლებისა მოთხოვნით, არ გამოვრიცხავთ, რომ ორივე მოთხოვნა ერთობლივად დადგეს ალტერნატივის სახით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები