ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
როგორც მან კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი ძალიან სუსტად არის, უჭირს გადაადგილება და საუბარი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც ის დათანხმდა.
“მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა, ვკითხე ბატონ მიხეილს რა ხდებათქო, მითხრეს, რომ გადასაყვანი ხარ და დავეთანხმეო. კლინიკა კარგად მექცევაო, გულისხმიერად და ყურადღებით და შემომთავაზეს გადაყვანაო.
ასე სუსტად მე ის არ მინახავს, ძალიან სუსტად არის. გადაადგილებაც უჭირს, ვეღარ ლაპარაკობს”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.