მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა, მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს, ვინც მონაწილეობას იღებს ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში, შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება!, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
“დღეს ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას.
რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი? კლინიკა “ვივამედი” გადავიდა თავდაცვის რეჟიმში! სად არის აქ პაციენტის ინტერესები და უფლებები? ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება?
ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, “ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“.
ყველაფერს აკეთებენ ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის.️ ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა.
მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა, მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს, ვინც მონაწილეობას იღებს ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში, შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება!
შეგახსენებთ, სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციით “ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია“, – წერს ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshalva.khachapuridze.3%2Fposts%2Fpfbid02qkfRsrg7gsmqLNF5ebX35tGADfX8oNEZDo3cFNNmyQzaAWyQUSJjLGrg81vcUFWvl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”233″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>