spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ფოტოსურათებიდან დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, დაახლოებით 10-15 კილო აქვს კიდევ მოკლებული

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები აგვისტოში გაერო-ს ექსპერტის მიერ არის გადაღებული.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმის შემდეგ კიდევ 10-15 კილო აქვს დაკლებული

 

“გავრცელებული ფოტოები გადაღებულია 2022 წლის აგვისტოში კლინიკა “ვივამედში”. ახლა რა ფოტოც ჩანს, იქაც ჩანს მისი სიტუაცია, თუმცა უკვე რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით ეს მოხდა 4 ოქტომბრის შემდგომ და ამ ფოტოსურათებიდან დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, დაახლოებით 10-15 კილო აქვს კიდევ მოკლებული. 

 

ეს გადაღებულია შვეიცარიელი გაერო-ს ექსპერტის მიერ, მე როგორც მახსოვს. 

 

ბუნებრივია, ჩვენ ახლა შევეცდებით, რომ სასამართლო პროცესზე იქნეს, თუ მოყვანილი არა, დისტანციურად ჩართული მაინც და საზოგადოება დაინახავს, დინამიკაში როგორი იყო სააკაშვილი აგვისტოს თვეში და როგორია დღეის მდგომარეობით”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

ფოტოები, რომელიც 29 აგვისტოს არის გადაღებული, ტელეკომპანია “ფორმულამ” გუშინ გაავრცელა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები