spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოაგზავნოს სამედიცინო თვითმფრინავი სწრაფი ექსტრადირებისთვის

პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ჩვენ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

“არ გამოვრიცხავ, რომ შუამდგომლობა დავაყენო, მოსამართლემ პირადად ნახოს სააკაშვილი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უნდა, რომ ან თამარ დავარაშვილი, ან ზურაბ ჩხაიძე დაიკითხონ სასამართლო პროცესზე, ვინაიდან, მეორე მხარემ, როგორც მოგეხსენებათ, მოხსნა მათი მთავარი მოწმეები. არაა გამორიცხული, ამის შუამდგომლობა დადგეს, ვინაიდან ექიმი, რომელიც უნდა მოსულიყო და ეთქვა, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. წარმოდგენილია ჩვენი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნები და მეორე მხრიდან არავინ არაა, რადგან ნინო ნადირაძემ თქვა, რომ მენეჯერია და საქმის დეტალები, ისტორიაში რაც წერია, მისთვის ცნობილი არაა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლონურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, გამოაგზავნოს საქართველოში სამედიცინო თვითმფრინავი, რათა განხორციელდეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სწრაფი ექსტრადირება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დაცვის მხარის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

 

“მას შეუძლია, რამდენიმე წუთში დატოვოს ციხეთა სისტემა. პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ჩვენ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

 

თვითმფრინავზე უშუალოდ პოლონეთისგან არის ინიციატივა, ხოლო შემდგომ სად იქნება გადაყვანილი, მერე გადაწყდება. ალბათ, უფრო – გერმანიაში. ვნახოთ, ჯერ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები