მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა 18 ნოემბერს იქნება მზად.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს კითხვები, რომელზეც პასუხები არ აქვთ.
“კითხვებს სვამს, რა მჭირს რა ხდება ჩემს თავს, რა ხდება? პასუხები არ არის ამ ყველაფერზე. პასუხი არის სტრესის გამო გაქვს? საკუთარი შვილი რომ ჰყავდეთ ასეთ მდგომარეობაში და ექიმი რომ ეუბნებოდეს, რომ სტრესის გამო გაქვს მეექვსე თვეა 38 სიცხე, ნორმალური იქნებოდა და მათთვის მისაღები პასუხი იქნებოდა?
18-ში დაიდება ეს დასკვნა და გაეცემა პასუხი ამ კითხვებს, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ისტორიაში მსგავსი რამ, რომ სააკაშვილს სტრესის გამო სჭირს თმებს ცვენა, ტუბერკულოზის ნიშნები, გადადგილება უჭირს, ავადმყოფობის ისტორიაში მსგავსი არაფერი არ წერია”, – განაცხადა ადვოკატმა.
შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილი დღეს ვალერი გელბახიანთან ერთად მოინახულა.