spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება უკვე გამოტანილ განაჩენებზე

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება უკვე გამოტანილ განაჩენებზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, შეეცდება ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს  ინფორმაცია პირადად მიაწოდოს. 

 

“მას რა თქმა უნდა,  შეუძლია შეიწყალოს. აქ საუბარია ორ გამოტანილ განაჩენზე. განაჩენები კანონიერ ძალაშია შესული და მას უფლებამოსილება გააჩნია შეიწყალოს. იმ 3 საქმეზე – “პიჯაკების“,  „საზღვრის კვეთა“ და სხვა, შეიძლება სასამართლო ამ საქმეებზე ამართლებს საერთოდ. მას უფლება აქვს შეიწყალოს უკვე გამოტანილ განაჩენებზე, ამას რომ შევხვდები, შევეცდები გავაგებინო.  მე მისი ენა ვიცი, ორი წელი ერთად ვიმოღვაწევეთ, სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავით, სხვათაშორის“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

ადვოკატის განცხადებით,  სასამართლო პროცესზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისაგან გათავისუფლებას მოითხოვს, შეეცდება მოხდეს მესამე პრეზიდენტის დისტანციურად ჩართვა, რომ საზოგადოებამ ნახოს მისი მდგომარეობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები