spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იქნება მიკერძოებული, ტენდენციური და გაყალბებული

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იქნება  მიკერძოებული, ტენდენციური და გაყალბებული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრი “ემპათიას“ ეგიდით საექსპერტო დასკვნა მოკლე ხანში იქნება მზად, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ.  

 

“კანონის იმპერატიული მოთხოვნაა,  რომ ჩვენთვის უნდა შეეტყობინებინათ მუშაობის დაწყების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც პარტიზანულად კეთდება, ეს გვაფიქრებინებს, რომ  ექსპერტიზის დასკვნა იქნება  მიკერძოებული,  ტენდენციური და გაყალბებული.

 

კვირის ბოლომდე ველოდებით ამერიკელი ექსპერტებისგან წერილობით აღწერას, რა არის როგორაა, რა დიაგნოზებია, რა რეკომენდაციებს იძლევიან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, შემდეგ ეს ყველაფერი თავს მოიყრის იმ საექსპერტო ჯგუფთან, რომელსაც მარიამ ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, ამის შემდეგ უკვე მივმართავთ სასამართლოს სასჯელის სავარაუდოდ, გადადების მოთხოვნით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები