spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – თუ უახლოეს პერიოდში არ გადმოგვეცემა დისკები, პასუხისმგებელი პირის მიმართ შევიტან სარჩელს და დავუყადაღებ თუ რაიმე გააჩნია

შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის კადრების დაცვის მხარისთვის დროულად გადაცემას მოითხოვს.

 

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განცხადება დღეს პენიტენციურ სამსახურში შეიტანა.

 

“მოვედი, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ გადმოგვეცემა დისკები, პირველი, მივმართავ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პენიტენციურის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე და პასუხისმგებელი პირის მიმართ შევიტან სარჩელს და დავუყადაღებ თუ რაიმე გააჩნია”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

 

“ჭორაობის დონის განცხადებაა, სიმართლე გითხრათ, მაგაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. საქმის მასალები საქმეში დევს და რაზეც საუბრობენ განცხადებაში ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე გვექნება მსჯელობა. 

 

გერმანიაში ჩატარებულ ანალიზებში იქნა პასუხები აღმოჩენილი სააკაშვილის სისხლში მძიმე მეტალების არსებული ნივთიერებების შესახებ, შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ, ჩვენთანაც დადასტურდა, შესაბამისად, სადაო ფაქტი არაა. თუ ვინმე ეს სადავოდ მიაჩნია, გუშინ ველოდით გამომძიებელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და არ მოვიდა”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები