spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ვგეგმავთ, მოვითხოვოთ კადრები მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეყვანიდან დღემდე

უახლოეს პროცესზე ვგეგმავთ, მოვითხოვოთ კადრები მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეყვანიდან დღემდე, –  ამის შესახებ  Front News -ს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, კადრების ამოღების შესახებ მოთხოვნა ერთხელ უკვე დააყენეს, თუმცა უარი მიიღეს. 

 

“მოვითხოვეთ გადმოგვცენ კადრები სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებაში შეყვანიდან ბოლო დღემდე, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს. დღევანდელ პროცესზე, ალბათ, ვერ მოესწრება, მაგრამ უახლოეს პროცესზე კიდევ ვგეგმავთ მოვითხოვოთ კადრები. მას აქვს სამი – ოთხი ეპიზოდი გონების კარგვის, ამიტომ ამერიკელი ექსპერტები ითხოვენ ამ კადრებს,  მათ  კვლევისთვის ესაჭიროებათ ეს და  ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გასარკვევად.  

 

რაც შეეხება სამედიცინო- საექსპერტო დასკვნას, ცენტრი ემპათიას მიერ უნდა გამზადდეს კვირის ბოლოს – 18 ნოემბერს,  შემდეგ ეს უნდა ითარგმნოს და გადაეგზავნოს ამერიკელ ექსპერტებს, გაეცნოს ქართველ ექსპერტებს, ამის მერე მოეწერება ხელი და გადმოგვეცემა ადვოკატებს, რის შემდეგ იმის მიხედვით თუ რა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებაზეა საუბარი, შეგვეძლება დავგეგმოთ შემდეგი სამართლებრივი მოქმედებები“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეა ჩანიშნული.  საქმის განხილვა, სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები