spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა მიქელაძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტალის N23 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია იწყება.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

“დაგეგმილი სამუშაოების გამო, 3  ოქტომბრის 07:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან მიქელაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალის N22, N23, N24 და N25 კორპუსებთან.

ვაჟა-ფშაველას II კვარტალის N22 და N23 კორპუსებთან შესვლა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ღიბრაძის ქუჩის გავლით, ხოლო ვაჟა-ფშაველას II კვარტალის N24 და N25 კორპუსებთან მოხვედრა ვაჟა-ფშაველას II კვარტალის II ჩიხის საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!” – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები