spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ივანიშვილის რეჟიმი და არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია

ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია და არ გამოეყვანა კუთხეში მიმწყვდეული ოლიგარქი სამშვიდობოზე, დღეს არ იქნებოდა ასეთი პრორუსული შტურმი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

“მოვისმინეთ ჩვენი მეგობარი ამერიკის ელჩის განცხადება. მას არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია, არ გამოეყვანა კუთხეში მიმწყვდეული ოლიგარქი სამშვიდობოზე დღეს არ იქნებოდა ასეთი პრორუსული შტურმი. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძემ, ამჯერად ივანიშვილის სახელით ცნობილმა, დაიწყო კრემლთან მიცემული დავალებების დამაგვირგვინებელი ფაზის აღსრულება, რათა საქართველო დაბრუნდეს რუსული იმპერიალიზმის მონობაში. ყველაფერ ამას წინ უძღვოდა პარლამენტში ოპოზიციის შეყრა, ხელისუფლების ფეხზე წამოდგმა, შეტევაზე გადმოსვლა, პრორუსული სამღვდელოების ქუჩაში გამოსვლა, რუსეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტების თარეში, ჩვენს ქუჩებში ჟურნალისტების ხოცვა-ჟლეტა, „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვა და ყველაფერი ეს კომპლექტში მომზადდა, რათა ჩვენ გუშინ ამ საშინელი ომის დაწყების წლისთავის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვესმინა განცხადებები ურთიერთობის აღდგენაზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები