“ლეიბორისტული პარტია” ოქტომბრის არჩევნებზე მარტო გავა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ისინი უმრავლესობით, 76 დეპუტატით ვერ გავლენ პარლამენტში, კოალიციაში შევლენ სხვა პარტიასთან.
“ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, რატომ უნდა შევაწუხოთ სხვა, ან სხვა რატომ უნდა შეწუხდეს ჩვენს გამო, იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობას, 76 დეპუტატს ვერ გავიყვანთ პარლამენტში, მხოლოდ ამ შემთხვევაში კოალიციაში შევალთ სხვა პარტიასთან, “ქოცების“ გარდა.
არასდროს ყოფილა ფაქტი, როცა “ლეიბორისტულ პარტიას” წინასაარჩევნოდ ვინმესთან კოალიცია, ან ალიანსი გაეკეთებინა, რომ პარლამენტში შემძრალიყო. ღმერთმა დაგვიფაროს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.