spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა ნათელაშვილი – ბრიტანეთის მთავრობა მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ძალადობის შეწყვეტას

მივიღეთ მიმართვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ბრიტანეთი მოითხოვს არჩევნების პროცესში დაშვებული  დარღვევების გამოძიებას და არ ცნობს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, –  ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წერილის თანახმად, დასანქცირებულია ძალოვანი უწყებების 5 მაღალჩინოსანი, მათი ანგარიშები, უძრავ-მოძრავი ქონება გაყინულია მთლიანად და საბოლოოდ.

“ჩვენი გმირი და მაგარი ხალხის ბრძოლას უკვე გამოაქვს საგაზაფხულო კვირტები გაზაფხულის ამ შესანიშნავ სეზონზე. “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ათწლეულების მანძილზე დაწყებული ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირების გზით მოცილებისთვის გახდა ოფიციალური პოლიტიკა აშშ-ის, ევროკავშირის და ახლა უკვე მივიღეთ მიმართვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც დადასტურებულია ბრიტანეთის მთავრობის ურყევი პოზიცია, რომ იგი მოითხოვს არჩევნების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოძიებას და არ ცნობს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. ბრიტანეთის მთავრობა მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ძალადობის შეწყვეტას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე და მომიტინგეებზე. ამისათვის ლონდონმა შეაჩერა ერთობლივი პროგრამები ოლიგარქიულ რეჟიმთან.

წერილის თანახმად, დასანქცირებულია ძალოვანი უწყებების 5 მაღალჩინოსანი, მათი ანგარიშები, უძრავ-მოძრავი ქონება გაყინულია მთლიანად და საბოლოოდ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები