ხალხო, მსოფლიომ იცის, ევროპამ და ამერიკამ იცის, რომ ივანიშვილის დასანქცირებაზე მუშაობა დაიწყო “ლეიბორისტულმა პარტიამ” 12 წლის წინ. ჩემს სალოცავ ქვეყანას ვერაფერს ვერ გავუკეთებ უფრო დიდს, ვიდრე ეს, რაც გავაკეთე, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა ოპოზიცია ივანიშვილისგან ფინანსდებოდნენ, მისი პარტია ივანიშვილის სანქცირებაზე მუშაობდა.
“ხალხო, მსოფლიომ იცის, ევროპამ და ამერიკამ იცის, რომ ივანიშვილის დასანქცირებაზე მუშაობა დაიწყო “ლეიბორისტულმა პარტიამ” 12 წლის წინ. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი წვლილი იმ დიდ ბრძოლაში, რომელმაც გაზაფხული უნდა დააყენოს. ახლა ვფიქრობ, რომ მარტო ამიტომ ღირდა ჩემი დაბადება, რომ ჩემი ქვეყნისთვის გველეშაპი მომეცილებინა მშვიდობიანი მეთოდებით – დასანქცირების გზით. ეს არის ჩვენი, “ლეიბორისტული პარტიის” მიღწევა. როდესაც ყველა გვებრძოდა, როდესაც ეს ოპოზიცია, ახლა რომ მომიწოდებდენ გვერდზე დავუდგე, პარლამენტში შერბოდა, ივანიშვილის არჩევნებს ათეთრებდა, მასთან ბლოკში იყვნენ, მისი მინისტრები და მისი დეპუტატები იყვნენ, მისგან ფინანსდებოდნენ, აი, იმ დროს ჩვენი პარტია თქვენი მონა-მორჩილი იბრძოდა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირებისთვის და ამ დიდმა ბრძოლამ ახლა დაიწყო კვირტების გამოღება.
მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემს ერს, ჩემს სალოცავ ქვეყანას ვერაფერს ვერ გავუკეთებ უფრო დიდს, ვიდრე ეს, რაც გავაკეთე – ამ საზარელი ბოროტების დასანქცირების საკითხში, რაც გახდა მსოფლიო სამოქმედო ბერკეტი მის წინააღმდეგ. ღირდა ეს ამად, ჩვენი ქვეყანა ღირს, რომ თავი შევწიროთ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.