spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ექსპრეზიდენტი ისეთი სწრაფია, რომ თვითონაც არ იცის, როდის, სად აღმოჩნდება

ექსპრეზიდენტი ისეთი სწრაფია, რომ თვითონაც არ იცის, როდის, სად აღმოჩნდება. უნდა დავამთავროთ დევნა, დაჭერა, გაგდება, დარბევა, რეპრესიები, ეს თუ არ დამთავრდა, ჩვენ სახელმწიფო არასდროს გვექნება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს მთავარია, არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ხმები არ მიიღოს.

 

“დღეს ის კი არ არის მთავარი, ვინმე ჩამოვიდეს ან ვინმე წავიდეს, დღეს მთავარია, რომ მმართველმა ძალამ და ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღოს არც ერთი ხმა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მწარედ არიან გადაგდებულნი, მოტყუებულნი და ჭერთავზე დაქცეული. წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს დაძაბული აუცილებლად და უნდა იყოს სამართლიანი არჩევნებით დაგვირგვინებული. თუ ამ დაძაბულობაში და არჩევნების პროცესში მოხდება იგივე, რასაც აკეთებდნენ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და ეს უპირველესად ცუდი იქნება ქვეყნისთვის, შემდეგ თვითონ მმართველი ძალისთვის, რომელსაც წაუვა საქმე ძალიან არასასიამოვნოდ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები