spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა ნათელაშვილი – იცოდნენ ამ ვირთხებმა, რომ ქართველი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან და ჩვენი მეგობრების სანქციები არ ასცდებათ

სანქცირების პროცესი გაგრძელდება და არ დამთავრდება ეს ივანიშვილით. იცოდნენ ამ ვირთხებმა, რომ ქართველი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან და ჩვენი მეგობრების სანქციები არ ასცდებათ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან კონკრეტული პირების სახელები და გვარები გააჟღერა, რომლებიც მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვაა და რომლებსაც სანქციები ემუქრებათ.

“სახეზე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო ურთიერთობათა სასანქციო დასჯით სისტემაში. “ლეიბორისტული პარტიის” 12-წლიანი ბრძოლა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასასანქცირებლად, რაც დააგვირგვინა ჩვენი ხალხის გმირულმა საპროტესტო მოძრაობამ, გუშინ გამოიწვია ის, რომ ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა ე.წ. “მეგობარი აქტი”, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული საოკუპაციო, კრემლისტური რეჟიმი საკანონმდებლო დონეზე იქნა  სანქციების რანგში შეგდებული. პირდაპირ გეტყვით, ამერიკის კონგრესს თვით ჰიტლერის მიმართ არ მიუღია სპეციალური კანონი ნაცისტი დამნაშავეების და მსოფლიოში სხვა ღვთის პირიდან გადავარდნილი დიქტატორების წინააღმდეგ. მსგავსი კანონი ამერიკის სამართლებრივ პრაქტიკას არც კონგრესში, არც სენატში არ ახსოვს.

დღეს უკვე რეჟიმის ძირგამომპალი სისტემის მოცილება არის ამერიკის საგარეო ოფიციალური პოლიტიკა. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს და აღვნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში არცერთი სხვა სახელმწიფო არ დაგვდგომია ისე, როგორც ეს გააკეთა აშშ-მა.

აშშ-ში წარვადგინეთ დასასანქცირებლად მთელი ეს  ხროვა, რომელზეც სისტემაა აგებული – აქ შედის ივანიშვილის კორუმპირებული ოჯახის ყველა წევრი. აქ შედის მოსკოვში სარეზერვოდ გამზადებილი ბანდიტების ჯგუფი – ხიდაშელები, ლომთაძეები, ასლან აბაშიძეები, გაიაშვილები, ხარებავები, ჩხაიძეები, კაკაბაძეები, რომან ფიფია, ცეცხლაძეები და ადგილობრივი ბანდა – ჩხარტიშვილები, კალაძეები, რუხაძე, ფხაკაძე, გილაური, მეორე გილაური, პაპაშვილი ძმები, ძმები შარანგიები, ყარამანაშვილები, ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ნოშრევან ნამორაძე, თუმცა ეს სია გაიზრდება და დაემატება მამა-შვილი ინჯიები და სხვა ღვთის პირიდან გადავარდნილები. სანქცირების პროცესი გაგრძელდება და არ დამთავრდება ეს ივანიშვილით. იცოდნენ ამ ვირთხებმა, რომ ქართველი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან და ჩვენი მეგობრების სანქციები არ ასცდებათ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები