spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – მკრეხელობაა ისიც, რომ საქმე ეხება უკრაინის დახმარებას და ივანიშვილის რეჟიმი პუტინის მოკავშირეა

მკრეხელობა გახლავთ ისიც, რომ საქმე ეხება უკრაინის დახმარებას და ამ დროს ივანიშვილის რეჟიმი პუტინის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბერლინში კონფერენციაზე ირაკლი კობახიძესთან საუბარსაც კი ყველა ერიდება.

 

“ეს გახლავთ უთავმოყვარეო მონის უღირსი ვოიაჟი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ერიდებიან მასთან საუბარს და ხელის ჩამორთმევასაც კი. 

 

მკრეხელობა გახლავთ ისიც, რომ საქმე ეხება უკრაინის დახმარებას და ამ დროს ივანიშვილის რეჟიმი პუტინის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში, მათ შორის სტრატეგიული მასალების გატარებაში საქართველოს ტერიტორიაზე. ეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის ცნობილი ამბავია”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები