spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ომის გაღვივება, შუღლის დათესვა, კონსტიტუციის ხელყოფა და ფეხყოფა საფუძველია იმისა, რომ მმართველი პარტია აიკრძალოს

ომის გაღვივება, შუღლის დათესვა ქვეყნის შიგნით და გარეთ, კონსტიტუციის ხელყოფა და ფეხყოფა საფუძველია იმისა, რომ მმართველი პარტია აიკრძალოს, მისი საქმიანობა შეჩერდეს სამუდამოდ და ეს დანაშაულებრივი ძალა სამუდამოდ წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან, – ამის შესახებ  “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ლეიბორისტული პარტია” ძალიან მალე გაუშვებს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან.

“მოგეხსენებათ, ვინ არის მმართველი პარტია საქართველოში – ეს არის პოლიტიკურ ძალად რეგისტრირებული კრემლის სადესანტო რაზმი, რომელიც აყალბებს ყველა არჩევნებს, ითვისებს ძალაუფლებას, ახდენს ხელისუფლების უზურპირებას. მან დაამყარა ერთპარტიული, ერთპიროვნული დიქტატურა, წარმოადგენს ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ კორპორაციას – ფულის გათეთრება, ბიტკოინები, ნარკოვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა და ეს პოლიტიკური ძალა შუღლს აღვივებს საქართველოს კუთხეებს შორის, როდესაც ამტკიცებს, რომ თურმე, ოპოზიციის გამარჯვება ნიშნავს აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას. ანუ, ჩვენ ამომრჩეველი და პარტიები თავს დავესხმებით ჩვენსავე კუთხეს, ჩვენსავე ხალხს. გარდა ამისა, ეს ძალა აღვივებს ტრაიბალიზმს, ამასთან ერთად, “ქართული ოცნება” აღვივებს საერთაშორისო ომს და არწმუნებს მოსკოვს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, გაიხსნება მეორე ფრონტი საქართველოდან და არწმუნებს მათ, რომ მოსკოვმა მიიღოს სამხედრო დივერსიული, ტერორისტული ნორმები. ომის გაღვივება, შუღლის დათესვა ქვეყნის შიგნით და გარეთ, მეტი კონსტიტუციის ხელყოფა და ფეხყოფა საფუძველია იმისა, რომ მმართველი პარტია აიკრძალოს, მისი საქმიანობა შეჩერდეს სამუდამოდ და ეს დანაშაულებრივი ძალა სამუდამოდ წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან თავის ლიდერშიპიანად. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ძალიან მალე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები