spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ფრანგი ოლიგარქები არნოს თამადობით დღე და ღამ მუშაობენ ან ნაძირალას გადასარჩენად

“რა იყო ეს გადაჭარბებულად მომფერებელი ტონი?”- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის გუშინდელ ვიზიტს საქართველოში. 

 

“შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია” – დღეს პოეტის ეს სიტყვები მიტრიალებს სულ თავში, შარლ მიშელის მორიგ, გუშინდელ ვოიაჟს რომ ვიხსენებ საქართველოში. რა იყო ეს გადაჭარბებულად მომფერებელი ტონი? ერთი სიტყვა მაინც ეთქვა “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვის საწინააღმდეგოდ, რაც, მათ შორის, მისი სახელობის დოკუმენტთან სრულ წინააღმდეგობაშია. 

 

ასეთ ევროპამდე მისასვლელად, ერთი კი არა, ათი თაობა არ გვეყოფა. არა, ყველაფერი თავიდანვე გასაგები იყო, როცა დავტოვე მისი ფორმატი ლამის. პირდაპირ ეთერში. რას ვიზამთ, შარლ მიშელი ვალონი ანუ ეროვნებით ფრანგია, ბიძინა – საფრანგეთის მოქალაქე. ფრანგი ოლიგარქები არნოს თამადობით დღე და ღამ მუშაობენ ან ნაძირალას გადასარჩენად, ჰოდა სად იყო და სად არა, მიადგენ მიშელს. აგერ შედეგი, აგერ ევროპა”, – წერს ნათელაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები