spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ქონებრივი სანქციები უკვე განიხილება, სიები შედგენილია, 500-700 კაცია ქონებრივ და სავიზო სანქციებში

ქონებრივი სანქციები უკვე განიხილება, სიები შედგენილია. რაც დააგროვეს ქურდობით,  ყველაფერი დალევს ჩაილურის წყალს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სანქციების სიაში 500-700 კაცია მოხვედრილი.

 

“ეს სანქციები მოენატრებათ მალე, რადგან დღის წესრიგშია ქონებრივი სანქციები იმ ასპექტით, რაც დააგროვეს ქურდობით, ყაჩაღობით  და მთელი მერილენდი და მანჰეტენი რომ იყიდეს – აი, ეს ყველაფერი დალევს ჩაილურის წყალს.  

 

ქონებრივი სანქციები უკვე განიხილება, სიები შედგენილია. 500-700 კაცია ქონებრივ და სავიზო სანქციებში. აშშ-ის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ქართველი ხალხისთვის აღკვეთა მცდელობები ჩვენი სახელმწიფოსთვის წაერთმიათ სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში კონგრესსა და სენატში შეხვედრები გამართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები