spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – სანქცირების გარეშე ჩვენ ამ საშინელ ოლიგარქიას მშვიდობიანად ვერ მოვიცილებთ

ეს კვირა იქნება დამაგვირგვინებელ გადაწყვეტილებათა მიღების პერიოდი. სანქცირების გარეშე ჩვენ ამ საშინელ ოლიგარქიას მშვიდობიანად ვერ მოვიცილებთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უნდა მოემზადოს ახალ ეტაპზე გადასასვლელად, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

“ჩვენი ბრძოლა დაწყებულია 12 წლის წინ ოლიგარქიული რეჟიმის დასასანქცირებლად და ახლა უახლოვდება ფინალურ სტადიას. ეს კვირა იქნება დამაგვირგვინებელ გადაწყვეტილებათა მიღების პერიოდი. სანქცირების გარეშე ჩვენ ამ საშინელ ოლიგარქიას მშვიდობიანად ვერ მოვიცილებთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ქართველი ხალხის ამგვარი თავდადების გარეშე, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა.

 

ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უნდა მოემზადოს ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც იქნება ნათელი, ამაღლებული და მომავალზე გათვლილი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება. ის შეხვედრებს კონგრესში, სენატსა და სხვადასხვა სტრატეგიულ ცენტრში გამართავს. პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, პარტნიორებს გააცნოს  ქართველი ხალხის აზრი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “კანონთან დაკავშირებით.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები