spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – სისხლის სამართლის ტრიბუნალი ელოდება მთელ ამ ჯგუფს და იმედია, ჭკუას და გონებას მოუხმობენ

ოლიგარქი ივანიშვილი ამხილეს ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ბიზნესში და ამ გზით მოპოვებული შავი ფულით არჩევნების გაყალბებაში. ეს მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დემოკრატიული მსოფლიო დგას ქართველი ხალხის გვერდით ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც გახლავთ რამდენიმე საათის წინ ამერიკის ჰელსინკის სახელმწიფო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი ამხილეს ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ბიზნესში და ამ გზით მოპოვებული შავი ფულით არჩევნების გაყალბებაში. ეს მხოლოდ დასაწყისია.

თუ ოლიგარქი და მისი მმართველი ე.წ. პარტია ნებით არ დათმობს მიტაცებულ და უზურპირებულ ძალაუფლებას, არ დაუბრუნებს მას ხალხს, მათ წინ ელოდებათ არა მარტო სანქციები, არამედ საერთაშორისო კრიმინალური ტრიბუნალი, სისხლის სამართლის ტრიბუნალი ელოდება მთელ ამ ჯგუფს და იმედია, ჭკუას და გონებას მოუხმობენ.

ამასთან, ერთი ოლიგარქის შეცვლა, რაც აუცილებლად მოხდება, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავირჩიოთ მეორე და მესამე ბანკირი, ჩვენ გვჭირდება ევროპული სოციალიზმი საქართველოში, რომლის გარანტი გახლავთ მხოლოდ “ლეიბორისტული პარტია”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები