spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ვამზადებთ განახლებულ პაკეტს და სასწრაფო წესით წარვუდგენთ აშშ-ის მთავრობასა და ევროპის კავშირს

“ლეიბორისტული პარტია” აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავს, სანქცირება “აღიარებული საერთაშორისო ბოროტმოქმედის ბიძინა ივანიშვილის პერსონიდან” დაიწყოს.

 

როგორც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი პარტია ამზადებს და უახლოეს მომავალში გადაუგზავნის პარტნიორებს “კრიმინალური პორტფელის” განახლებულ პაკეტს ივანიშვილის წინააღმდეგ. 

 

“დღეს უკვე აშშ-დან, ევროპიდან, მაღალ დონეზე, დიპლომატიურ რანგში ისმის განცხადებები სანქციათა ამუშავების თაობაზე, თუმცა, აქაც საჭიროა ძალიან კონკრეტული მიდგომა და სანქცირება უნდა დაიწყოს აღიარებული საერთაშორისო ბოროტმოქმედის ბიძინა ივანიშვილის პერსონიდან, რადგან სწორედ ის გახლავთ ქართული სახელმწიფოს შესყიდვის და მერე კრემლზე გადაყიდვის მთავარი ორგანიზატორი, ძალადობის მამა. მეტი საფუძველი სანქციებისათვის არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ შეიძლება ვინმეზე ჰქონდეს თანამედროვე რუსს ოლიგარქებს შორის, რომლებიც სანქცირებულები არიან. 

 

ამიტომ, ჩვენ ვამზადებთ განახლებულ პაკეტს კრიმინალური პორტფელისა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და უახლოესს დღეებში სასწრაფო წესით წარვუდგენთ აშშ-ის მთავრობასა და ევროპის კავშირს. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციათა მექანიზმის ამუშავება იქნება ჯაჭვური რეაქცია, რათა შემდგომ ეს გავრცელდეს პარლამენტში წამოსკუპებულ 50-მდე მილიონერ ვაი დეპუტატზე, რომლებიც აკანონებენ ამ სისხლიან რეჟიმს და უდგანან ადვოკატებად და რა თქმა უნდა, ამის შემდგომ იმ პოლიტიკურ დამნაშავე ლიდერებზე, რომელთა განცხადები ყოველდღიურად აღაშფოთებს ქართულ და მსოფლიო თანამეგობრობას”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები